"ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ"

2024-05-20 11:55:13

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ.

ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

"პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ“, - განაცხადა წყარომ Reuters-თან, რომელმაც, საკითხის სენსიტიურობის გამო, ანომიმურობის დაცვა ითხოვა.

ამასთან, ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, "ვერტმფრენის ყველა მგზავრი, მათ შორის ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი , დაიღუპა".