რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავარიაში მოყვა ბოლო ზარის ავტომობილი. ერთმანეთს "მერსედესის", "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილები და "ოპელის" მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარება.