"მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო“

2024-05-19 12:35:45

მიხარია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს “უცხოელი აგენტების” კანონზე ვეტოს დადების გზით, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი, ედრიენ უოტსონი სოციალურ ქსელში წერეს.

„მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო“, - აცხადებს ედრიენ უოტსონი.