ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში ხმაური და დაპირისპირება იყო. 26 წლის პაციენტის მშობლები და ახლობლები ექიმების დასჯას და კლინიკის დახურვას მოითხოვდნენ. ისინი ექიმის კაბინეტში შევარდნენ.
ახლობლების თქმით, სოფო ხინგავას საკეისრო კვეთის შემდეგ, კიდევ ერთი ოპერაცია კლინიკაში ისე გაუკეთეს, რომ ახლობლებს არ შეატყობინებს, ოპერაციის შემდეგ კი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ამ დროისთვის დიაგნოსტიკურ ცენტრშია გადაყვანილი, სადაც უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
პაციენტს საკეისრო კვეთა 7 მაისს ჩაუტარდა, რის შემდეგაც 4 ოპერაცია დაჭირდა.
"ჩემს შვილს ძალით მიკლავენ. მას სასიკვდილო არაფერი სჭირდა. გვეუბნებიან, კვდებაო. 4 ოპერაცია გაუკეთეს დათო ხინგავას გამო და მეხუთე ოპერაცია სჭირდებაო. ჩემი შვილი მიატოვეს უყურადღებოდ, საკეისროს მერე, ექიმი წავიდა მეორე საკეისროზე. ჩემს შვილს ვურეკავ, აიღო ტელეფონი და დედა, მაღებინებს, ცუდად ვარო. დამალაპარაკე ვინმე-მეთქი, არავინ არაა დედა აქ, ვინ დაგალაპარაკოო. თურმე შინაგანი სისხლდენა ჰქონდა", - ამბობს ახალგაზრდა გოგოს დედა.