როდის აღდგება წყლის მიწოდება

2024-05-16 15:57:45

კომპანია GWP განცხადებას ავრცელებს.

ქ. რუსთავი, თოდრიის ქ. I ჩიხი, N5-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15:00 საათიდან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

თოდრიის I ჩიხს,თოდრიის N 3, 5, 7, 9, ლესელიძის N 28, ლესელიძის ჩიხს, კლდიაშვილის N 10, 12, 14 და მეგობრობის N 39, 41-ს.