ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, 27 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ანი პაპავას ცხედარი ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალმა გამორიყა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი გუშინ საღამოს რვა საათისთვის იპოვეს. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
ანი პაპავა ხუთი დღის წინ გაუჩინარდა. ინფორმაცია დაკარგვის შესახებ ახლობლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ის ქუთაისში დააფიქსირეს, საიდანაც მისი კვალი იკარგებოდა. გარდაცვლილი სამეგრელოდან იყო.
ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.