საქართველო რუსული არყის უმსხვილესი იმპორტიორების 2023 წლის ხუთეულშია. მონაცემებს „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ გასულ წელს, საქართველომ 3,9 მილიონი დოლარის რუსული არაყი იყიდა და რუსული არყის უმსხვილესი იმპორტიორების ტოპ 5-ეულში მეოთხე ადგილზეა.
SKIP
აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ამ რეიტინგში 2022 წელს მეექვსე ადგილზე იყო. წელს კი, სანქციების გამო რუსული არყის იმპორტიდან დასავლური ქვეყნების ამოვარდნის შედეგად, 2 საფეხურით დაწინაურდა. 2022 წელს საქართველოს წინ უსწრებდა აშშ $5 მლნ არყის შესყიდვით და დიდ ბრიტანეთს $5,5 მლნ-ნი იმპორტით.
2023 წელს რუსული არყის უმსხვილესი იმპორტიორი ყაზახეთი იყო. ექსპორტიდან მიღებული 59,7 მილიონი დოლარიდან ყაზახეთმა 27,9 მილიონი დოლარი შეადგინა და ყაზახეთმა ამ ალკოჰოლური სასმლის უმსხვილესი იმპორტიორის ტიტული შეინარჩუნა. თუმცა, 2022 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 26%-ით შემცირდა. ამასთან, ყაზახეთში შემცირდა ბელორუსული სპირტის იმპორტი. მიწოდების შემცირება კომპენსირდება საფრანგეთიდან, შვედეთიდან და უკრაინიდან იმპორტის ზრდით, ასევე შიდა წარმოების ზრდით.
ამავდროულად, ისრაელმა გაზარდა არყის იმპორტი და რეიტინგში მეორე ადგილზეა. წლის განმავლობაში, ალკოჰოლის გაყიდვები ამ ქვეყანაში 42%-ით, $12 მლნ-მდე გაიზარდა.
რუსული არყის შესყიდვაში მესამე ადგილი სომხეთმა დაიკავა $4,5 მილიონი მოხმარებით. ამავდროულად, წლის განმავლობაში თანხა მესამედით შემცირდა. ხუთეულშია საქართველო (3,9 მილიონი დოლარი) და აზერბაიჯანი (3,5 მილიონი დოლარი).
2022 წლიდან რუსული არყის ექსპორტი სანქციების გამო საგრძნობლად შემცირდა. სასმელის ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო ლატვია, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.