რუსთავში ატრაქციონიდან ჩამოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
როგოცრ "ინფო რუსთავს" 15 წლის ბიჭის მამამ განუცხადა, ბავშვს სახის არეში 4-საათიანი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
მისივე ინფორნაციით, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, ბიჭი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, თუმცა ხვალ, სავარაუდოდ, მას თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, შემთხვევა კლდიაშვილის სკვერში არსებულ ატრაქციონებზე მოხდა.