სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 11 მაისს, თბილისში, ლეონიძის ქუჩაძე, სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აღიძრა.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად",- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა მოქალაქეს სცემეს. გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცს თავში ურტყამენ მუშტებს, რის შემდეგაც ფეხს ურტყამენ მუცელში. მიზეზი, სავარაუდოდ, ის გახდა, რომ მან გზის დათმობაზე პოლიციის ავტობუსს, რომელიც საპირისპირო მიმართულებიდან მოდიოდა, უარი უთხრა.