ხვალ, 11 მაისს რუსთავში საპროტესტო აქცია გაიმართება.
"არა რუსულ კანონს" - მოქალაქეები ამ მოთხოვნის ირგვლივ ისევ ქალაქის მერიის მიმდებარედ, ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან.
აქცია 17:00 საათზე დაიწყება და მოქალაქეები მოგვიანებით ავტომსვლელობით თბილისში დაგეგმილ უფრი მასშტაბურ აქციას შეუერთდებიან.