რუსთავში კინოთეატრი "კავეა" 2024 წლის ბოლოს გაიხსნება.
როგორც "ინფო რუსთავს" ახალი სავაჭრო ცენტრ "რუსთაველის" ადმინისტრაციაში განუცხადეს, მოსამზადებელი სამუშაოები დარბაზების მოწყობისთვის უკვე დაწყებულია.
"კავეა" მოლში დიდი, საპრემიერო და 2 მცირე დარბაზით იქნება წარმოდგენილი. დიდი დარბაზი 150, მცირეები კი 70-70 ადამიანზე იქნება გათვლილი.
მრავალფუნქციურ კომპლექსში რუსთაველებს დახვდებათ ბოულინგ ცენტრიც.
კომპლექსი მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას და იქ არაერთი ბრენდი იქნება წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლონა მე-12 მიკრორაიონში უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, შიდა სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს.