სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის დედა, ლია თოდუა, შსს-ს მიერ აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.
"სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია - იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე - უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული", - წერს ლია თოდუა.
აბაშიძის დაკავების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მის მიმართ ბრალდება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობდა. თუმცა შსს-ს განცხადებაში საუბარია იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზეც