იცოდი? - რომ რუსთავში ყველაზე ძველი, რაც აღმოჩენილა, 39 საუკუნის წინანდელი სამარხია

2024-05-09 15:48:40

იცოდი? - რომ რუსთავში ყველაზე ძველი, რაც აღმოჩენილა 39 საუკუნის წინანდელი სამარხია.

ისტორიული რუბრიკის "იცოდის" ფარგლებში არაერთხელ დაგვიწერია, რომ ჩვენი ქალაქის ისტორია, სულ მინიმუმ 40 საუკუნეს ითვლის, რაზეც 1949 წლის შემდეგ არაერთხელ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები მეტყველებს.

ყველაზე ძველი კი რაც არქეოლოგებს რუსთავში უპოვიათ არის ქვაყრილიანი სამარხი, რომელიც ძვ.წ. შუა ბრინჯაოს ხანის ძვ. წ. მე-18 საუკუნით თარიღდება.

სამარხი 2022 წელს ციხესიმაგრის აღმოსავლეთ კედლის ნიშებში იპოვეს.

მასში არ აღმოჩნდა ადამიანის ნეშტი, თუმცა არქეოლოგებმა იპოვეს სამი დიდ ზომის, შავად გამომწვარი, ნაპრიალები ჭურჭელი.

სამარხში იპოვეს ხარის თავები, ხბოს ნაშთები, სააღაპე მასალები, რასაც იმ დროს ადამიანს გარდაცვალების შემდეგ იქითა ცხოვრებაში ატანდნენ.


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები