მოხალისეობრივი ვაკანსიები საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში

2024-05-07 20:02:08

არასამთავრობო ორგანიზაცია "Umbrella" მოხალისეობრივ ვაკანსიებს საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში აცხადებს. პროექტები 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ივნისამდე განხორციელდება. მოხალისეობრივი საქმიანობა სხვადასხვა პროექტში განსხვავებულია.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ადგილობრივი ტრანსპორტის, კვების, ჯიბის ფულის, დაზღვევისა და ვიზის ხარჯები.

მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მოხალისე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე და ფლობდეს ინგლისურ ენას.

პროექტის საშუალებით, მოხალისე შეძლებს გაიუმჯობესოს ინგლისური ენის დონე, კომპეტენციები ახალგაზრდულ საქმიანობაში, იმოგზაუროს საფრანგეთში, მიიღოს YouthPass სერთიფიკატს და საჭიროების შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილი ამბრელასგან.

განაცხადის შესატანად გააგზავნეთ სივი და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ მეილზე:
recrutementesces22@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ Facebook პოსტს.