სვანეთში, მესამე დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს.
მაშველებმა მე-12 კლასის მოსწავლის, საბა გვარმიანის ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს.
მდინარე ნაკრაში, პატარა ჰესის მიმდებარედ, დილითვე აღმოაჩინეს 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარიც.
დღეს სამძებრო სამუშაოების მეექვსე დღეა. ნაპოვნია კიდევ ერთი გოგონას ცხედარი, მას 2 დღის წინ, მდინარეში მიაგნეს.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, 3 მოზარდი, სოფელ ჭუბერიდან, მაისობის დღესასწაულიდან, ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი წვიმაში, სავარაუდოდ, მოსრიალდა და მდინარეში გადავარდა.