მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, მიწის მასა ჩამოიშალა. მიზეზი, უწყების ცნობით, უხვი ნალექია, რომელმათ თბილისის რამდენიმე უბანში შექმნა პრობლემები.
"შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით", - წერია უწყების განცხადებაში.