ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2024 წლის 1-ლი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა.
ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში 1 300 551 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 143 204, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 1 157 347 იყო.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, 2024 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 7.6%-ით აღემატება, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი - 19.6%-ით ჩამორჩება.
2024 წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:
თურქეთი - 254 577 ვიზიტორი;
რუსეთი - 215 468 ვიზიტორი;
სომხეთი - 191 830 ვიზიტორი;
აზერბაიჯანი - 51 466 ვიზიტორი;
ისრაელი - 46 789 ვიზიტორი;
ირანი - 28 811 ვიზიტორი;
ყაზახეთი - 27 874 ვიზიტორი;
უკრაინა - 24 538 ვიზიტორი