რუსთაველები აქცის " არა რუსულ კანონს" უერთდებიან

2024-05-04 18:37:46

რუსთაველები თბილისში აქციას - " არა რუსულ კანონს" უერთდებიან.

საავტომობილო მსვლელობა თბილისში, ქაშუეთის ტაძრის მიმართულებით გაიმართება.

რუსთავის მერიასთან შეკრება 21:00 საათზე დაიწყება და საავტომობილო მსვლელობა, კოსტავა ქუჩის გავლით 21:30 საათზე გაიმართება.

აქცის მონაწილეების ინფორმაციით, მსვლელობის მარშუტი შემდეგნაირი იქნება:

"გმირთა მემორიალთან წრის დარტყმა დიდების ხეივნის გავლით და შემდგომ ისევ ცენტრალურ გზაზე დაბრუნება და მეგობრობა, შარტავას გავლით თბილისში წასვლა"