რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანაში მამაკაცი გარდაიცვალა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.
მოქალაქეებმა, მამაკაცის დახმარების მიზნით, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ სასწრაფო მალევე გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ეკიპაჟს კაცი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.