რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები 1 მაისიდან ახალი გრაფიკით იმუშავებს.
ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ავრცელებს.
"მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში,ქალაქის მერიისა და რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს გადწყვეტილებით, მგზავრთა მოთხოვნის გათვალისწინებით, დღეიდან 1 მაისიდან N 1,2,3,4,7 ავტობუსები ახალი განრიგით, ღამის 00:00 საათამდე იმუშავებენ.
გთავაზობთ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის დაწყება დასრულების განრიგს:
N 1 ავტობუსი 6:35 საათი - 00:00 საათი
N 2 ავტობუსი 6:22 საათი - 0:08 საათი
N 3 ავტობუსი 6:15 საათი - 0:19 საათი
N 4 ავტობუსი 6:32 საათი - 0:10 საათი
N 5 ავტობუსი 6:35 საათი - 21:19 საათი
N 6 ავტობუსი 6:45 საათი - 21:29 საათი
N 7 ავტობუსი 6:41 საათი - 0:14 საათი",- ნათქვამია განცხადებაში.