რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღდგომო არდადეგები 2 მაისიდან დაიწყება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანებაში" განუცხადეს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არდადეგები 12 მაისამდე გაგრძელდება.
სააღმზრდელო პროცესი 13 მაისიდან განახლდება.