შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 7, 8 და 10 მაისს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. მათივე ცნობით, აღნიშნული მომსახურებისთვის განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება/გაზრდა არ მოხდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 3, 6 და 9 მაისს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური გაორმაგდება/გაიზრდება.
"საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებში (3-6 და 9 მაისს) საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური გაორმაგდება/გაიზრდება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილების შესაბამისად. 2024 წლის 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.