ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად სამი სამართალდამცავის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
უწყებაში არ ფლობენ ინფორმაციას, ამ დროისთვის, 1 მაისი 01:40, ჰისპიტალიზებულია თუ არა აქციის მონაწილეებიდან ვინმე.
პარალელურად სოცუალურ ქსელში გავრცელდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ფოტო, სადაც ჩანს რომ დეპუტატი ნაცემია.