პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი 5 წლის ვადით აირჩია. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 16 წავიდა.
პარლამენტმა აირჩია ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებიც:
მაია ზარიძე - 81 მომხრე, 7 წინააღმდეგი;
გიორგი შარაბიძე - 81 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
გია ცაცაშვილი - 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი.
შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს, პირველი მცდელობით, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრობის კანდიდატები ვერ აირჩია. ამიტომ დღეს ხელახალი კენჭისყრა გაიმართა.
"საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მათ ასარჩევად პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იყო საჭირო. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, "ოცნების" 3 დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პლენარულს სხდომას ვერ ესწრებოდა. ხელახალ კენჭისყრისაზე კი მხოლოდ 76 ხმა იყო საჭირო. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებენ