ფლორენციაში სუნამოს ქურდობისთვის 41 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ის დაცვის თანამშრომელმა შეაჩერა, მან კი ის თანამშრომელი დაკაწრა და დაზიანებები მიაყენა.
პოლიციამ კაცი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც აღმოჩნდა, რომ ის ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, დაკავებული ქართველი კაცის სასამართლო პროცესი ხვალ, 29 აპრილს გაიმართება