თბილისში 14 წლის მოზარდს ეძებენ.
როგორც დაკარგული გოგონას დედა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, ანასტასია შაროიანი გუშინ, დაახლოებით დილის 10:30 გავიდა სახლიდან, ავჭალის ტერიტორიაზე და არ დაბრუნებულა.
დედის ცნობით, საქმის კურსშია პოლიციაც.
თუ დაკარგული გოგონას შესახებ გაქვთ ინფორმაციის დაუკავშირდით ოჯახს, ტელეფონის ნომერზე - 597 01 82 01