ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe"-ის პარტნიორი ორგანიზაცია იტალიიდან მოხალისეობრივ პროექტზე განცხადების მიღებას იწყებს. მოხალისის აქტივობები ფერმისა და მისი ბინადარი ცხოველების მოვლას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდაჭერასა და ევროპული ახალგაზრდული პროგრამების პოპულარიზაციას მოიცავს.
პროექტი 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის თებერვლამდე განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.
ასაკობრივი ზღვარი 18-დან 30 წლამდეა.
პროექტზე განაცხადის შესატანად გააგზავნეთ თქვენი ინგლისურეონავნი სივი და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: liene.bekere@gmail.com
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 5 მაისია.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ Facebook გვერდს.