რუსთაველი ვეტერანი მოჭიდავე, მახო გოგოლაძე ამერიკის ვიცე ჩემპიონია.
62 კგ წონით კატეგორიაში თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოასპარეზე რუსთაველმა სპორტსმენმა ლას-ვეგაში გამართულ "ამერიკის ღია ჩემპიონატში" მიიღო მონაწილეობა.
ჩემპიონატზე ჩატარებული 4 ბრძოლიდან 3 მოიგო და ვერცხლის მედალოსანი გახდა.