ვინ მისცა ხმა ოპოზიციიდან რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას? - აღნიშნული კითხვა "ინფო რუსთავმა" ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს დაუსვა, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს.
ასეთი სულ 5 დეპუტატია, მათ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბოლო პერიოდში დატოვეს.
ალექსანდრე ბერიძე
ვაჟა მორგოშია
ზურაბ ბერიძე
ნინო სულაძე
დათო სულაძე
დეპუტატები კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ. მათი თქმით, კენჭისყრის პროცედურა ფარული იყო და საკუთარი პოზიციის საჯაროდ გაჟღერება არ სურთ.