რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტი მოუწყეს და დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.
გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს წევრებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს.
შეროზიას თანამდებობიდან გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა, ბათილი იყო 3 ბიულეტენი.
კენჭისყრა ფარულობის პრინციპის დაცვით ჩატარდა.
შეგახსენებთ, შეროზია პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრია.