ჩქაროსნული მატარებელი ხიდიდან გადავარდა [photo]

2017-12-18 22:25:32

ამერიკაში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან მაშინ გადავარდა როდესაც ხიდზე გადადიოდა. მატარებელი პირველად გაეშვა და ის რეისს პორტლენდიდან სიეტლის მიმართულებით ასრულებდა. ელმავალს სულ 4 ვაგონი ჰქონდა ჩაბმული, როლემშიც 80-მდე მგზავრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით მისი სიჩქარე 80 კმ/სთ იყო. მატარებლის ხიდიდან გადავარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ.