თბილისში 70 000 ადამიანზე გათვლილი ახალი სტადიონი აშენდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მინდა დავაანონსოთ მნიშვნელოვანი მეგა პროექტ, რომელიც სწორედ სპორტს უკავშირდება, ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად ამ ორი სპორტის სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის თამაშებს, ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით.
ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები. ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირების გულშემატკივარსა და გუნდს შორის. სავარაუდო მდებარეობა იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია. ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე ახლად აშენებულ სტადიონზე. ვფიქრობ ეს იქნება ძალიან დიდი საჩუქარი ქართული ფეხბურთისათვის და გულშემატკივრისთვის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.