სიახლე რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსში

2024-04-22 14:32:19

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის N2 ავტობუსი 22 აპრილიდან შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმომ გაავრცელა.

"მ️უნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში,მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე,დღეიდან,2024 წლის 22 აპრილიდან, N2 მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტმა ცვლილება განიცადა ,აღამაშენებლის ქუჩაზე ავტობუსი გაივლის სპორტის სასახლესთან, სანაპიროს ქუჩაზე გააკეთებს ბრუნს  და კვლავ აღმაშენებლის ქუჩით გააგრძელებს სვლას.

ბალანჩივაძის ქუჩა > რუსთაველის ქუჩა >კოსტავას გამზირი > მეგობრობის გამზირი > კლდიაშვილის ქუჩა > თოდრიას ქუჩა > მესხიშვილის ქუჩა > მე-12 მკ/რ  > აღმაშენებელის ქუჩა(სპორტის სასახლის გავლით) > სანაპიროს ქუჩა > აღმაშენებლის ქუჩა > მოდებაძის ქუჩა > ლენოძის ქუჩა > ქუთაისის ქუჩა > შარტავას გამზირი > მეგობრობის გამზირი >კოსტავას გამზირი>გაგარინი ქუჩა > დავით გარეჯის ქუჩა > ბალანჩივაძის ქუჩა",- ნათქვამია განცხადებაში.