ავარია მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (ფოტოები).

2016-12-16 10:17:12

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის და სუმგაით-მეტალურგების ქუჩების კვეთაზე დაახლოებით 09:30 საათზე მოხდა, ერთმანეთს "ფორდი"-ს მარკის მიკრო-ავტობუსი და "მერსედესი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ. შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ახლად რეაბილიტირებული გაზონი დააზიანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

აღსანიშნავია რომ აღნიშნულ ლოკაციაზე ავტოსაგზაო შემთხვევა ბოლო 1 კვირის მანძილზე უკვე 4-ჯერ მოხდა. მძღოლები ავარიების მიზეზად მონაკვეთზე გადატვირთულ მოძრაობას ასახელებენ.