რუსთავის კერძო და მუნიციპალურ სასაფლაოზე დაკრძალვის საფასური

2024-04-22 12:10:41

თუ რუსთავში მიცვალებულის დაკრძალვას გადაწყვეტთ,  50-დან 2700 ლარამდე დაგიჯდებათ.

დამოკიდებულია, სად აირჩევთ დაასაფლავოთ მიცვალებული მუნიციპალურ თუ კერძო სასაფლაოზე, ასევე რამდენ ადგილიანი მიწის ყიდვა გსურთ.

მიწის ფასი გაცილებით იაფია მუნიციპალურ სასაფლაოზე.

საფლავის საფასური მუნიციპალურ სასაფლაოზე:

1. ერთადგილიანი - 50 ლარი

2. ორადგილიანი - 100 ლარი

3. სამადგილიანი - 200 ლარი

4. ოთხადგილიანი - 300 ლარი

არსებულ სასაფლაოზე ერთი ადგილის მომატება – 150 ლარი, სამარხზე მომსახურება (მიწის გათხრის სამუშაოები) –  150 ლარი.

განსხვავებით მუნიციპალურისგან კერძო სასაფლაოზე ერთ ადგილიან საფლავს ვერ შეიძენთ, რადგან არ არსებობს. ორადგილიანი საფლავის ფასი კი მუნიციპალურ სასაფლაოზე 22-ჯერ მეტია.

1. ორადგილიანი - 2200 ლარი

2. სამადგილიანი - 2500 ლარი

3. ოთხადგილიანი - 2700 ლარი

როგორც კერძო სასაფლაოზე განგვიცხადეს, ამ ფასში შედის სასაფლაოს ბეტონით მოწყობა.