იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, დაკავებულ ქართველ კაცს ბრალად მაღაზიის ქურდობა ედება.
40 წლის მამაკაცმა ტექნიკის მაღაზიიდან რამდენიმე ტელეფონი მოიპარა და გაქცევა სცადა. ფაქტი მაღაზიის თანამშრომელმა შეამჩნია და ქართველს აედევნა.
კაცმა გაქცევა და სხვა მაღაზიის საპირფარეშოში დაიმალა. სამართალდამცავებმა ყველა გასასვლელი ჩაკეტეს. ალყაში მოქცეული საქართველოს მოქალაქე გარკვეული დროის შემდეგ დანებდა და სამართალდამცავებს ჩაბარდა. პოლიციამ მოპარული ტელეფონებიდან ერთ-ერთი საპირფარეშოს ნიჟარაში დამალული იპოვეს, ორი კი ტუალეტის ქაღალდის როლებში.