"თუ წინა წლებში ავტომობილის საშუალო ფასი 9 000 დოლარი იყო, ახლა არის 19 000 დოლარი", - ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ რადიო "პალიტრას" გადაცემაში "თქვენი დრო" ისაუბრა.
ალექსი ნონიაძე: "პანდემიამდელ პერიოდს რომ შევადაროთ რეექსპორტი, დავინახავთ, რომ არამარტო გაყიდული ავტომობილების მოცულობის, არამედ გაყიდული ერთეულების მიხედვით, 107 ათას ერთეულზე მეტი იყო 2019-ში. 2023 წელს დავუბრუნდით პანდემიამდელ მაჩვენებელს და 600 ერთეულით მეტი, ანუ 107 600 მანქანა გავყიდეთ. რაც შეეხება ამავე პერიოდის იმპორტს, განსხვავებაა დაახლოებით 60 ათასი ერთეულით მეტი მანქანა, რაც ბაზრისთვის ჭარბი მიწოდებაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შიდა მოთხოვნა უმნიშვნელოდ გაიზარდა. ამან გაჭედა ბაზარი. აქ ძირითადად მეორად ავტომობილებზე ვსაუბრობ.
მისი თქმით, მიუხედავად ავტომობილების ჭარბი რაოდენობისა, ფასები არ კლებულობს.
"თუ წინა წლებში საშუალო ფასი იყო 9 000 დოლარი, ახლა არის 19 000 დოლარი. ამას თავისი მიზეზები აქვს და ერთ-ერთი მთავარია თვითღირებულების ზრდა", - განაცხადა ალექსი ნონიაძემ გადაცემაში "შენი დრო".
2023 წელს საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტმა 2.126 მლრდ დოლარს გადააჭარბა, 2019 წელს კი 723.8 მლნ დოლარს. რაოდენობრივად კი, 2019 წელს ქვეყნიდან 107,265 მსუქუბი ავტომობილი გავიდა, ხოლო 2023 წელს - 107,898 ერთეული.