იცოდი? - რას წერდნენ რუსთავზე 56 წლის წინ, როცა ქალაქის 20 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ.
გაზეთ "კომუნისტის" 1968 წლის 19 იანვარს, პარასკევ დღეს გამოცემულ ნომერში ქვეყნის მასშტაბით მკითხველს აცნეს, რომ 1948 წელს ხელახლა დაბადებული ქალაქი 20 წლის იუბილეს აღნიშნავდა.
გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ზ. მერკვილაძე იყო. სტატიის სათაური "რუსთავი 20 წლისაა - სიჭაბუკის ქალაქი" იყო.
სტატია მხატვრულად იმის გახსენებით დაიწყო, რომ ჯერ კიდევ 1948 წელს ადგილი, რომელიც სულ ხარაჩოებში იყო და ძლიერი ქარი ქროდა, სახელდახელოდ მოაწყვეს ტრიბუნა, შეკრიბეს ხალხი და წაიკითხეს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაბა რუსთავი ქალაქად გარდაიქმნა.
განსხვავებით 1958 წლის იანვრის გამოცემაში დაბეჭდილი სტატიისა, რომელიც რუსთავის 10 წლის იუბილესათვის გამოაქვეყნეს, 1968 წელს გამოცემულ სტატიაში ძირითადად საუბარია სამრეწველო მიღწევებზე. მეტალურგიულ, ქიმიურ და ცემენტის საწარმოებზე.
თუკი 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტატიაში საუბარი იყო, რამდენი შენობა იყო იმ დროისთვის აშენებული ქალაქში, რამდენი სკოლა-ბაღი, კულტურული ცენტრი, ხე-მცენარე და ა.შ. იყო ქალაქში, 20 წლის აღსანიშნავ სტატიაში ეს ყველაფერი საწარმოების მიერ შესრულებულ გეგმებზე და სამომავლოდ კიდევ დაგეგმილი ქარხნების შენებაზე იყო საუბარი.
კომუნისტის 198 წლის 31 წლის იანვრის გამოცემაში წერია, რომ ქალაქის 20 წლის იუბილის აღსანიშნად მშრომელებს ლექციებს უკითხავდნენ რუსთავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.