სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს,