ევროპის სოლიდარობის კორპუსის გრძელვადიანი მოხალისეობრივი პროექტი პოლონეთის ქალაქ გდინიაში ხორციელდება. პროექტი 2024 წლის აგვისტოში დაიწყება და 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
მოხალისეობრივი საქმიანობა სკოლის პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებისთვის სამუშაო შეხვედრების, თამაშებისა და სხვა აქტივობების ორგანიზებას მოიცავს.
ყველა პროექტზე სრულად ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.
პროექტზე განაცხადის შესატანად უნდა შეავსოთ ორგანიზაციის გვერდზე მოცემული სააპლიკაციო ფორმა და თქვენი რეზიუმე მისამართზე: georgianyouth@gmail.com
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 25 აპრილია.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe" 2006 წელს რუსთავში დაარსდა. მათი სხვა პროექტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ Facebook გვერდს.