საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რომლებსაც გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით „არა რუსულ კანონს!”.
აქციის მონაწილეები კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის განხილვაც იურიდიული კომიტეტზე მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა ასევე პარლამენტის უკან, გაშალეს დიდი ბანერით წარწერით, “დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით”. ადგილზე ისმის საყვირების ხმა და შეძახილები “არა რუსულ კანონს”.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ გაიმართება საღამოსაც, 19:00 საათზე.
ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.