ისრაელში საქართველოს ელჩის განცხადებით, საელჩო მაქსიმალურად ცდილობს საქართველოს მოქალქეებისთვის უსაფრთხოების წესები ნათელი გახდეს.
"საელჩო ქვეყანაში არსებული ვითარების მიხედვით მოქმედებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს უსაფრთხოების ზომები, რომელიც ახლა არის გამოცხადებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოსგან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს დღეს ისრაელში, მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ისრაელის ხელისუფლების მიერ და დაიცვას ამ რეკომენდაციების მიხედვით ყველა აუცილებელი უსაფრთხოების ზომები", - აცხადებს ისრაელში საქართველოს ელჩი, ზაზა კანდელაკი.
ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი:
+972 52-6919092;
+972 52-7583344;
+972 54-7386813;