ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 ადამიანი.
როგორც ირკვევა, ერთმანეთს ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.