საბერძნეთში ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 46 წლის მამაკაცი ამავე ასაკის მეუღლეს ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ქალმა სამართალდამცავებთან დარეკვა მოახერხა.
ადგილზე პოლიციელების მისვლის შემდეგ კაცი გაიქცა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება მაინც შეძლეს.
დაკავებულს ბრალად ედება ქურდობა, იარაღის უკანონო ტარება და ოჯახური ძალადობა.