ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 34 წლის კაცი თანასოფლელებმა გარდაცვლილი იპოვეს.
ახალგაზრდას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.