სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მე-11 კლასელი დააკავეს.
სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 8 წლის ბავშვი გააუპატიურეს. მძიმე ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი, მე-11 კლასელი ბიჭი.
დაზარალებულს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მშობლების თანხლებით გამოიკითა და ბრალი წარედგინა დაკავებულსაც.
"ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.