წყნეთის გზაზე ავარტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
ფაქტის ამსახველ კადრებს "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
"კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთის გზაზე. საბედნიეროდ არავინ დაღუპულა. იარეთ ფრთხილად მეგობრებო, ნუ შეუქმნით თქვენ და სხვის სიცოცხლეს საფრთხეს", - წერენ სოციალურ ქსელში.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.