საქართველოში 145 000 ადამიანს საგადასახადო დავალიანებები ჩამოეწერება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით საერთო რაოდენობით 590 000 000 მილიონ ლარზეა საუბარი.
"გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები, კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.
როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს, 145 000 ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად 145 000 ადამიანს ექნება საშუალება ჩაერთოს ჩვენს ეკონომიკურ საქმიანობაში",- განაცხადა კობახიძემ.