როგორია თბილისში აფეთქების დროს დაშავებულთა მდგომარეობა

2024-04-08 11:31:11

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი კლინიკაში რჩება.

ერთი პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში სხეულის 20%-იანი დამწვრობით არის მოთავსებული. ორ კაცს კი, დამწვარი აქვს სხეულის 12% მათ შორის - სახე, თავი და ზედა კიდურები, ისინი ქირურგიულ განყოფილებაში რჩებიან. ექიმის შეფასებით სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

"კლინიკაში კვლავ რჩება სამი პაციენტი აფეთქებისგან გამოწვეული ტრავმებით. ერთი პაციენტი, 49 წლის კაცი, რეანიმაციულ განყოფილებაშია ისევ დამწვრობის ცენტრის, მას აქვს მთელი სხეულის 20% დაზიანებული, ამ პერიოდისთვის მისი მდგომარეობა, ჩვენდა საბედნიეროდ, არის სტაბილური. ორი მამაკაცია შედარებით ნაკლები ფართობით... მათ აქვთ სახე, თავი და ზემო კიდურები დაზიანებული, მათი მდგომარეობაც სტაბილურია", - თქვა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ შუადღეს ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა , 3 კი დაშავდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.