ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
პოლონელი ტურისტების მიკრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და წყლის არხში ჩავარდა. დაშავდა 20-მდე ადამიანი. რამდენიმეს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, კლინიკებში 10 პაციენტი გადაიყვანეს.
ფოტო: მეგა TV